Friday, July 20, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:
    პითაგორას თეორემის დასაბუთება.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
      პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან პითაგორას თეორემის გამოყენებას ამოცანების ამოხსნისას და პრაქტიკული საქმიანობისას.
3. პროექტის აქტუალობა:
     პროექტი მოსწავლეს განუვითარებს კვლევის უნარს, აღუძრავს მასალის შემდგომი ინტერესს.
4. პროექტის მიზნები:
     პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შედეგად მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს დამოკიდებულება მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის.
5. მონაწილეთა ასაკი:
    მონაწილეთა ასაკია 14 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
     ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    მოსწავლეები კარგად ხედავენ  სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებში მართკუთხა სამკუთხედებს და ამყარებენ კავშირს მის გვერდებს შორის.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
     მათემატიკა მე-8 კლასი
     მასალების მოძიება ინტერნეტის საშუალებით ვებ გვერდზე: www.etudes.ru.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    თემა- პითაგორას თეორემის დასაბუთება.
   საჭირო წინაცოდნის შემოწმება: რა არის მართკუთხედის, სამკუთხედის პერიმეტრი? როგორ ვიპოვოთ საკლასო ოთახის იატაკის ფართობი?-უპირატესობას ვანიჭებ ზომების ტვალზომით მიახლოებით დადგენას და შესაბამისად იატაკის ფართობის გამოთვლას.
   მოსწავლეებს შევთავაზებ უჯრიან ფურცელზე ისეთი მართკუთხა სამკუთხედების დახაზვას, რომლის კათეტები იქნება:
   ა) 6 ერთეული და 8 ერთეუყლი.
   ბ) 5 ერთეული და12 ერთეული.
  გ) 9 ერთეული და 12 ერთეული.
  დ) 7 ერთეული და 24 ერტეული.
ამის შემდეგ სხვა უჯრიანი ფურცლის გამოყენებით მოსწავლეები ზომავენ ჰიპოტენუზას და მიღებული შედეგების საჯარო განხილვით, კათეტების კვადრატების  ჯამისა და  ჰიპოტენუზის კვადრატის შედარებით, კლასში გამოითქმებავარაუდი: კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია.
   ამ აქტივობისა და შესაბამისი ვიდეო კადრების ჩვენების შემდგომი ანალიზის შედეგად მოსალოდნელია, რომ მოსწავლეებმა ივარაუდონ პიტაგორას თეორემის არსებობა.......
10.საგანთანლსაგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
   პროექტი  სრულად აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
      იოსებ ბიბინიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
     iosebbibinize@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი: